მარგინალური პიროვნება

მარგინალური პიროვნება
შეიძლება დახასიათდეს როგორც ადამიანი, რომელმაც დაკარგა ტრადიციული სოციალური ნიდაგი. ახალი კი ვერ შეიძინა, ან მას ვერ შეეგუა. მარგინალურ შრეს შეადგენდნენ გაღატაკებული გლეხები თუ წვრილი მეწარმეები, ლუპენ-პროლეტარები, უმუშევრები, პროლეტარები ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით და მისთ. მარგინალური ადამიანის დამახასიათებელი ნიშნებია შფოთვის მაღალი დონე (ე.ი. „მოუსვენრობის“ გრძნობა მუდმივად მოქმედი სტრესული ფაქტორების გამო, აგრესიულობა, ავადმყოფური პატივმოყვარეობა, ეგოცენტრიზმი, მაღალი პოტენციური აქტივობა, მიუსფრობის განცდა. ყოველივე ეს ადვილად კრავს მარგინალური ადამიანების ჯგუფს ბრბოდ, ანუ ისეთ ერთობად, რომელშიც პირონება სრულიად ითქვიფება, ინდვდუალური პასუხისმგებლობის გრძნობას (ანუ ის, რაც ადამიანს პიროვნებად აქცევს) კარგავს და ადვლად იქცევა მანიპულაციის საგნად.
Source: საზოგადოება და პოლიტიკა: [ალმანახი] / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD [კრ.] 2 / [რედ.: ზეინაბ სარაძე] - , 1999

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»